ხოსე ანტონიო რეიეს ლოპესმა, რომელის ტრაგიკულად დაღუპული ანტონიო რეიესის შვილია, მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.
ფლორენტინო პერესმა რეიესის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა, რომ მის შვილს 18 წლამდე ყურადღებას მიაქცევდა, თუმცა როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელის ტრანსფერი მადრიდულ გრანდში ავტოავარიამდე იყო გადაწყვეტილი.