ფეხბურთი

11:48 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" კულიბალისთვის იბრძვიან

სენეგალის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის" მცველის კალისუ კულიბალის დასამატებლად "მანჩესტერ სიტი" და "იუვენტუსი" იბრძვიან. აღნიშნული ინფორმაცია Tuttosport-მა გაავრცელა. ჯერჯერობით უცნობია დეტალები თუ რა წინადადებით მიმართეს კლუბებმა ნეაპოლელებს.

"ნაპოლის" პრეზიდენტმა რამდენჯერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აფრიკელი მოთამაშის დასამატებლად მსურველებს კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევთ, საუბარია 107 მილიონ გირვანქა სტერლინგზე. ასევე, უცნობია ის ფაქტიც თუ რას გადაწყვიტავს "ნაპოლი" თუ აღნიშნული კლუბები მზად იქნებია მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ.

კულიბალი ამჟამად აფრიკის ეროვნებათა ტასზე აპირებს ასპარეზობას. გასულ სეზონში კალიდუმ 48 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. სენეგალელი "ნაპოლის" დაცვის ხაზის უცვლელი წევრია და 6 ივნისის მონაცემებით 28 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონი ევროა.

0.121105