რაგბი

3:36 | 23.06.2019 | ნანახია 1906 - ჯერ

სპორტული სამყარო - კლუბები და სპორტსმენები: რუსეთი ოკუპანტია!

თბილისში მიმდინარე მოვლენებსა და საპროტესტო აქციებს უკვალოდ არც ქართულ სპორტში ჩაუვლია. კონკრეტულმა სპორტსმენებმა აქციაზე დაშავებულ ადამიანებს სოლიდარობა გამოუცხადეს, საფეხბურთო კლუბებმა და გულშემატკივრებმა კი კიდევ ერთხელ გააჟღერეს სლოგანი - რუსეთი ოკუპანტია!

საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების ლიდერმა თედო აბჟანდაძემ იტალიას მატჩში გატანილი გარდასახვის შემდეგ ხელი თვალზე აიფარა. ქართველმა მორაგბემ ამ ჟესტით ორი დღის წინ თბილისში დარბეული აქციის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.

იგივე ჟესტით გამოირჩნენ თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები ოთარ კობახიძე და დავით ჯიქია. „ლოკოს“ წევრებმა ირაკლი სიხარულიძის გოლის შემდეგ თვალზე ხელი აიფარეს და დაშავებულების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

გარდა ამისა, მატჩამდე „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები მოედანზე სპეციალურად დამზადებული მაისურებით გავიდნენ, რომელზეც წარწერასთან ერთად საქართველოს რუკა იყო დატანილი: „მახსოვს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია“.

იგივე გზავნილით გამოირჩა ქუთაისის „ტორპედო“ - იმერული გუნდის მაისურს რუკასთან ერთად ეწერა: „ჩვენ საქართველოდან ვართ და ჩვენი ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებულია“.

თბილისის „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრაში კი, აჭარული გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე ბანერი გამოფინეს - „ღრუსეთი ოკუპანტია!“


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:45 | 25.06.2019
ზებე (213)

რაღაც მანქანებით ღრუსრთთან დანიშნულ ამხანაგურ შეხვედრაზე უნდა გამოვიდნენ ქართველი მორაგბეები მაგ მაისურებით თუ მაგრები არიან.სასწაულმოქმედები რომ არიან რაგბის კავშირში და ხელისუფლებაში კი ვიცით.ოკუპანტთან ამხანაგურის დანიშვნა რომელ ნორმალურ ადამიანს მოუვა აზრად!?

01:10 | 25.06.2019
დასავლეთი (68)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

01:10 | 25.06.2019
დასავლეთი (68)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

09:25 | 24.06.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დედის ს ნა რუსეთს და რუსეთუმებიის

10:18 | 23.06.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

20 % რომ ოკუპირებულია, ეს არ არის ამ პროტესტის მთავარი მესიჯი.
გვჭირდება ღირსეული ხელისუფლება, რომელიც ღირსეულად მიუდგება შიდა პრობლემებს და ღირსეულად დაელაპარაკება გარე მტერსა თუ მოყვარეს.

11:02 | 29.06.2019
პანტელეიმონი (4347)

+1

09:57 | 23.06.2019
zaza2 (298)

ჯიგრები ხართ.

0.121057