აფიშამ ვერ გაამართლა - საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის და შეიძლება ითქვას, მესამე წრის გამორჩეული მატჩისგან უფრო მეტი მოლოდინი იყო. მეორე წრეში ბათუმში, „დინამომ“ და „საბურთალომ“ საოცარი სანახაობა შემოგვთავაზეს, მაგრამ ახლა თბილისში რადიკალურად სხვა სიტუაცია იყო.
ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები და შეეძლოთ გატანა, მაგრამ მიზანს ვერცერთმა მიაღწია. უგოლო ფრემ კი, სტაურნირო ცხრილში ვითარება უცვლელი დატოვა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ისევ ლიდერია.
„საბურთალოს“ 39 ქულა აქვს, „დინამოს“ 38, მთავარი ბრძოლები რა თქმა უნდა, წინაა.
„საბურთალო“ – „დინამო ბათუმი“ 0:0 (0:0)