მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველოს სამბოს ნაკრებმა ასპარეზობა შედეგიანად დაიწყო. 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ვახტან ჩიდრაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალში რუსი საიან ხერტაკი დაამარცხა.
ვერცხლის მედალი მოიპოვა მინდია ლილუაშვილმა, რომელმაც 68 კილოგრამამდე წონით კატეგორიის ფინალში ბელარუს ალექსანდრ კოკშასთან დამარცხდა. 82კგ კატეგორიაში კი ბესარიონ ბელურავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
20:55 საათზე დავით ლორიაშვილი (100 კგ) ფინალში იასპარეზებს, სადაც ლატვიელ ვიქტორსს რესკოს შეხვდება, ხოლო ნინო ოძელაშვილი (-72 კგ) ფინალში ბელარუს ანჟელა ჟილინსკაიას დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 21:11 საათზე დაიწყება და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ოქროს მედლისთვის ელენე ქებაძეც (+80) იჭიდავებს.