ფეხბურთი

19:58 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" გოლების წვიმა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტური წყალტუბოში ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩით გაიხსნა. თავიდანვე ვთქვათ, რომ იმერული გუნდის ფეხბურთელები სპეციალური მაისურები გავიდნენ მოდანზე, რომელსაც შემდეგ წარწერა ამშვენებდა: "ჩვენ საქართველოდან ვართ და ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია".

თამაშს რაც შეეხება, არასაფეხბურთო ანგარიშის მომსწრენი გავხდით - 7:0!. „ტორპედომ“ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და ძალიან ადვილად მოიგო. მატჩის ბედი საწყის 18 წუთში გაირკვა. ჯერ ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა დუბლი, რასაც ნოდარ ქავთარაძის გოლიც მოჰყვა. მანვე ტაიმის მიწურულს ზივზვივაძის მსგავსად დუბლი გაიფორმა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

მეორე ნახევარში „ტორპედოს“ აღებული ტემპი არ დაუგდია და მეტოქის რბევა გააგრძელა. გეგეჭკორმა და წიქარიძემ ანგარიში არასაფეხბურთო გახადეს, ხოლო წერტილი ზივზივაძემ დასვა, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა.

სხვათა შორის, კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლო ორ თამაშში 12(!) გოლის გატანა მოახერხა. „სიონს“ კი საპირისპიროდ ყველაზე მეტი, 47 გოლი აქვს გაშვებული 19 თამაშში, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. „ტორპედოს“ 33 ქულით ამ დროისთვის მესამე ადგილი უკავია, ხოლო „სიონი“ 22 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

„ტორპედო“ – „სიონი“ 7:0 (4:0)

გოლები: 1:0 ზივზივაძე (11), 2:0 ზივზივაძე (16), 3:0 ქავთარაძე (18), 4:0 ქავთარაძე (41), 5:0 გეგეჭკორი (61), 6:0 წიქარიძე (68), 7:0 ზივზივაძე (81)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115235