არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ლუის მენოტიმ, ჟურნალისტებს „ალბისელესტეში“ არსებული სიტუაციის შესახებ ესაუბრა.
„ახლანდელ ვითარებას არგენტინის ნაკრებში ვერც კრუიფი და ვერც გვარდიოლა შეცვლიდნენ. სწორედ ეს ასახავს იმ სიძნელეებს, რომლებიც ახლა ნაკრებში არსებობს. მიუხედავად ამისა, მწვრთნელი სკალონეს მუშაობა უნდა შევაფასოთ.
დიდი შეცდომა იქნება პრობლემის ლოკალურად განხილვა - ვითარება მთლიანობაში უნდა დავინახოთ. გუნდს შეუთამაშებლობა ეტყობა, ეს მატჩებისას კარგად ჩანს. არ იგრძნობა არც კონკრეტული სამუშაო გეგმა და არც პროექტის აზრიანობა.“ - ციტირებს მენოტის სიტყვებს AS.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კოპა ამერიკაზე, B ჯგუფში, ორი ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრები ერთი ქულით, ცხრილში ბოლო, მეოთხე ადგილზეა და პლეი ოფში გასვლაც პრობლემურად მოუჩანს.