ფეხბურთი

18:15 | 22.06.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ჯანო ანანიძის ეფექტური საგოლე პასი "სპარტაკში" (+VIDEO)

მოსკოვის „სპარტაკმა“ ახალი სეზონისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ამხანაგური მატჩი დღეს „სოჭის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც დიდი ანგარიშით 7:1 მოიგო.

„სახალხო გუნდის“ რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა ჯანო ანანიძემ, რომელმაც საგოლე პასიც შეასრულა. 37-ე წუთზე ჩვენებურის ეფექტური გადაცემით ლომავიცკიმ მოახერხა გატანა. აქვე გეტყვით, რომ საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე გიორგი მელქაძემ დააფიქსირა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, ჯანომ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „კრილია სოვეტოვში“ გაატარა, მაგრამ 6 თვის შემდეგ „სპარტაკს“ დაუბრუნდა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:22 | 04.10.2019
ogafa (10211)

მაგრად მოუფიქრებია

0.064637