ფეხბურთი

16:55 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფაქტი: სანჩესმა კოპა ამერიკის ორ მატჩში იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც "მანჩესტერის" რიგებში მთელ სეზონში

კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშებაში ჩილეს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს და მეოთხედფინალში თამაშის უფლება ორი ტურის შემდეგ უკვე გაიფორმა.

ჩილელებმა ჯერ იაპონიას აჯობეს (4:0), მერე კი ეკვადორს (2:1). ხსენებული 6 გოლიდან 2 ალექსის სანჩესმა გაიტანა.

საინტერესოა, რომ ჩილელმა ფორვარდმა კოპა ამერიკის ორ შეხვედრაში იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც 2018-2019 წლების სეზონში „მანჩესტერის“ მაისურით. ალექსისმა გასულ სეზონში „წითელი ეშმაკების“ ღირსება ყველა ტურნირის ჩათვლით 27-ჯერ დაიცვა და მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.114166