ძიუდო

15:49 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მინსკის ევროპულ თამაშებში ქართველი ძიუდოისტები ჩერთვნენ

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ქართველი ძიუდოისტები ჩერთვნენ. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბაგრატ ნინიაშვილმა მერვედფინალურ ეტაპზე ესპანელი გაიტერო მარტინი დაამარცხა. მეოთხედფინალში კი მოლდაველ დენის ვიერუს ხვდებოდა, რომლის ბარიერიც აგრეთვე გადალახა. ამრიგად ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალში გავიდა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ლუხუმ ჩხვიმიანმა ნიდერლანდების სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა დაამარცხა და ნახევარფინალში ფრანგ ვალიდ ხეარს დაუპირისპირდება.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს ამირან პაპინაშვილი, რომელიც ფრანგ ვალიდე ხიართან დამარცხდა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ვაჟა მარგგველაშვილმა ჩეხი პაველ პეტრიკოვი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს, ქართველი სპორტსმენი მეორე შეხვედრაში დამარცხდა და ევროპულ თამაშებს გამოეთიშა.

0.145659