სხვა

15:19 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტების შესანიშნავი სტარტი მინსკის ევროპულ თამაშებზე

მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშები ქართველი სამბისტებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს, რადგან ქართველი სამბისტების უმრავლესობამ ფინალის საგზური მოიპოვა.

მინდია ლილუაშვილმა აზერბაიჯანელი ემილ ჰასანოვი 4:3 დაამარცხა და ფინალში ბელარუს ალექსანდრ კოკშას შეხვდება.

ასევე ნახევარფინალიდან ჩაერთო და ფინალის საგზური მოიპოვა ვახტანგ ჩიდრაშვილმა, რომელმაც ბელარუსი ვლადისლავ ბურძი 3:0 დაამარცხა.

72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ოძელაშვილმა კი ფრანგ კამილ როსეს 8:0 სძლია და ფინალში გავიდა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი დავით ლორიაშვილმა უკრაინელ ანდრეი ბოლობანს 3:0 მოუგო.

ასევე წარმატებით დაასრულა ნახევარფინალური შეხვედრა ელენე ქებაძემაც, რომელმაც ელენა შირაკი 2:0 დაამარცხა.

წარუმატებელი გამოდგა ნახევარფინალში ასპარეზობა ბესარიონ ბერულავასთვის, რადგან ქართველი სპორტსმენი სომეხ დავით გრიგორიანთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ფგინალური შეხვედრები დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.134995