ფეხბურთი

14:37 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დეპორტივოს" კაპიტნის უმძიმესი და საშინელი ტრავმა

ლა კორუნიის „დეპოსტივოს“ კაპიტანმა ალექს ბერგანტინოსმა შოკის მომგვრელი ტრავმა მიიღო. ლა ლიგა 2-ის პლეი-ოფის ფინალის პირველ მატჩში „დეპორტივომ“ „მალიორკას“ უმასპინძლა.

41-ე წუთზე კი, ბერგანტინოსს მარკ პედრასა ეუხეშა, რის შემდგომაც „მალიორკას“ ფეხბურთელი გააძევეს. „დეპორის“ კაპიტანმა თამაში ვეღარ გააგრძელა.

ალექსი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ტუჩზე 70(!) ნაკერი დაადეს. მიუხედავად საშინელი ტრავმისა, კაპიტანს საპასუხო მატჩში თამაში სურს: „ნიღაბს გავიკეთებ და კვირას ვითამაშებ!“, - თქვა ბერგანტინოსმა.

უშუალოდ შეხვედრა კი „დეპორტივომ“ 2:0 მოიგო. საპასუხო მატჩი პალმა დე მალიორკაზე 23 ივნისს შედგება და ორმატჩიან დუელში გამარჯვებული ესპანეთის ლა ლიგას დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.159601