ფეხბურთი

14:00 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მანოლასი "ნაპოლისთან" ახლოსაა

იტალიური „რომას“ ბერძენი მცველი კოსტას მანოლასი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ Corriere Dello Sport-ის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია.

არ დასახელებულა შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები, მაგრამ ცნობილია, რომ ბერძენი ნეაპოლელებს ყველაფერზე შეუთანხმდა და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

28 წლის მანოლასი „რომას“ 2014 წელს პირეოსის „ოლმპიაკოსიდან“ შეუერთდა და დღემდე „მგლების“ ღირსება 206 შეხვედრაში დაიცვა, გოლი კი ცხრაჯერ გაიტანა.

0.112367