იტალიური „მილანი“ „შტუტგარტის“ თურქი მცველის ოზა კაბაკის გადაბირებას აპირებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობა მზადაა ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გაიღოს.
19 წლის თურქს „მილანის“ გარდა, რამდენიმე პრემიერლიგური გუნდიც ეპატიჟება და შესაბამისად, იტალიელებს კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.
ოზან კაბაკი „შტუტგარტში“ მიმდინარე წლის იანვარში სტამბოლოს „გალათასარაიდან“ გადავიდა. „შვაბების“ რიგებში ნიჭიერმა ფეხბურთელმა 17 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.