ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი მატის დე ლიხტი შესაძლოა ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდეს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „ბებერი ქალბატონი“ ჰოლანდიელისთვის ბრძოლაში მოულოდნელად დაწინაურდა.
საქმე ისაა, რომ დე ლიხტი ამ დრომდე ვერ მოურიგდა „პარი სენ ჟერმენსა“ და „ბარსელონას“, რამაც “იუვე“ ფავორიტად აქცია.
პარალელურად, ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ჰოლანდიური გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, „იუვენტუსი“ 70 მილიონ ევროს გაიღებს და დიდი შანსია ტრანსფერი უახლოეს დღეებში წარმატებით დაიხუროს.