აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშება დაიწყო, რომელიც გუშინ კაიროში მასპინძლები ეგვიპტისა და ზიმბაბვის ნაკრებთა დაპირისპირებით გაიხსნა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ეგვიპტე საგრძნობ უპირატესობას ფლობდა და გამარჯვებაც მოიპოვა. თუმცა, მოჰამედ სალაჰმა და მისმა თანაგუნდელებმა უამრავი მომენტი გაატანეს ქარ და საბოლოოდ მინიმალურად იმარჯვეს.
მაჰმუდ ტრეზეგემ პირველივე ტაიმის მიწურულს დაამწუხრა მეტოქე და გარდა იმისა, რომ თავის გუნდს მოაგებინა, მიმდინარე ტურნირის პირველი გოლის ავტორიც გახდა.
ეგვიპტე - ზიმბაბვე 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ტრეზეგე (41)