ფეხბურთი

10:39 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩილე მეოთხედფინალშია (+VIDEO)

კოპა ამერიკაზე მეორე ტური დასრულდა C ჯგუფში, რის შემდგომაც გაირკვა, რომ ჩილეს ნაკრები მეოთხედფინალში ითამაშებს. სალვადორში რეინალდო რუედას გუნდი ეკვადორს დაუპირისპირდა და მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება იზეიმა.

თუმცა, ეს არ ყოფილა ისეთივე ადვილი ნადავლი, როგორც პირველ ტურში იაპონიასთან. ამჯერად, „ლა როხას“ ბრძოლა მოუწია, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც მიაღწია.

მატჩის დასაწყისშვე ხოსე ფუენსალიდამ შესანიშნავად დაარტყა და ანგარიში გახსნა, რასაც ეკვადორმა ტაიმის შუაწელს ენერ ვალენსიას პენალტით უპასუხა, მაგრამ ეს ეკვადორელთა მაქსიმუმი გამოდგა. მეორე ტაიმის სტარტზე ალექსის სანჩესმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

შედეგად, ჩილეს 6 ქულა დაუგროვდა და მეოთხედფინალშია, ხოლო ეკვადორი უქულოდაა და პლეი-ოფში თამაშის საკითხი ძალზე გაირთულა.

ეკვადორი - ჩილე 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ფუენსალიდა (8), 1:1 ვალენსია (26, პენ), 1:2 სანჩესი (51)

0.119935