ფეხბურთი

23:50 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვილიანმა ჩინურ კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ვილიანმა "შანხაი შენხუაში" გადასვლაზე უარი განაცხადა. ჩინურმა კლუბმა ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი და 36 მილიონი შესთავაზა, თუმცა აღნიშნული წინადადებით სამხრეთამერიელი არ მოიხიბლა. აღნიშნული ინფორმაცია UOL Esporte-მა გაავრცელა.

ვილიანს ჩინელებმა ორი ძვირადღირებული მანქანა და ბინაც შესთავაზეს. ბრაზილიელმა კი ლონდონში დარჩენა და "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. სამხრეთამერიკელს "არისტოკრატებთან" ხელშეკრულება 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.

0.111985