ფეხბურთი

20:40 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ატლეტიკომ" ლიორენტე დაიმატა

მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მარკოს ლიორენტე კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებს. როგორც "როხიბლანკოსის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საყრდენმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. "ატლეტიკოს" ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა.

მარკოსი "რეალის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს და "ალავესში" გაანათხოვრეს. 2017 წლიდან მოყოლებული ლიორენტემ 39 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112034