ფეხბურთი

16:43 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ნეიმარისთვის - 100 მილიონი და კოუტინიო

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა „ბარსელონაში“ დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას კატალონური გამოცემა Sport-ი ავრცელებს.

როგორც ხსენებული წყარო წერს, „ბლაუგრანა“ მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ პარიზელებს 100 მილიონი ევრო გადაუხადოს და ფილიპე კოუტინიოს სატრანსფერო უფლებებიც დაუთმოს.

გარდა ამისა, არაა გამორიცხული შესაძლო ტრანსფერის გარიგებაში სამუელ უმტიტის ან ივან რაკიტიჩის ჩართვაც. ფრანგული მედიის ინფორმაციით კი, პსჟ ნეიმარს 300 მილიონ ევროდ შეელევა.

„ბარსელონას“ გარდა, ნეიმარს „რეალსაც“ უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი „პარი სენ ჟერმენს“ 2017 წელს 222 მილიონ ევროდ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114611