ფეხბურთი

11:18 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო, შესაძლოა „ლივერპულში“ დაბრუნდეს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონას“ ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო, შეიძლება „ლივერპულში“ დაბრუნდეს - გვამცნობს Le10sport.com.

გამოცემის მტკიცებით, 27 წლის ბრაზილიელი მზადაა კატალონიური კლუბი დატოვოს და როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი არც ხელმძღვანელობაა.

კოუტინიოს მიმართ ინტერესს პრემიერლიგის გუნდები იჩენენ, მათ შორის „ჩელსი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ლივერპული.“ პრობლემა შეიძლება ბრაზილიელის ხელფასი გახდეს, რომელიც „ლივერპულიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა და წელიწადში 12 მილიონი ევროა.

კოუტინიო „ლივერპულში“ 2013-18 წლებში თამაშობდა. რის შემდეგაც
„ბარსელონაში“ გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 120 მილიონი ევრო შეადგინა.

0.113866