1955. დაიბადა მიშელ პლატინი. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. “ფრანს ფუტბოლმა” საფრანგეთის მეოცე საუკუნის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარა. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. მსოფლიო 1986 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მონაწილე. საფრანგეთის ნაკრების 72 მატჩში გაიტანა 41 გოლი. 50 მატჩში კაპიტნობდა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს. 1983, 1984 და 1985 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. ტურინის “იუვენტუსთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა, თასების, საკონტინენტთაშორისო თასები, ევროპის სუპერთასი. პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც თასების თასი მოიპოვა. ტურინელებთან ერთად ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. სამჯერ გახდა აპენინელთა პირველობის საუკეთესო გოლეადორი. “სენტ ეტიენის” რიგებში გამოსვლისას მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონობა. პროფესიულ დონეზე ჩაატარა 432 მატჩი, გაიტანა 224 გოლი. 1988-92 წლებში წვრთნიდა საფრანგეთის ნაკრებს. 2007 წლის 26 იანვრიდან 2015 წლის დეკემბრამდე მიშელ პლატინი იყო უეფას პრეზიდენტი.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1932. ჯეკ შარკმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში მაქს შმელინგი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1960. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე მძლეოსანთა ასპარეზობაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპრინტერმა არმინ კოხმა პირველად მოახერხა 100 მეტრის ზუსტად 10 წამში გარბენა.
1964. ევროპის მეორე ჩემპიონატი. ფინალი. ესპანეთი-საბჭოთა კავშირი 2:1. გოლები პერედამ, მარსელინიო მარტინესმა (ესპანეთი) და ჰუსაინოვმა (სსრკ) გაიტანეს. მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე თამაშს 80 ათასი მაყურებელი დაესწრო. ესპანეთი (ნაკრებს ვალიალონგა წვრთნიდა): ირიბარი, რივილია, ოლიველია, სოკო, კალიეხა, ფუსტე, დუარესი, პერედა, ამანსიო, მარსელინიო მარტინესი, ლაპეტრა. საბჭოთა კავშირი (ნაკრებს ბესკოვი წვრთნიდა): იაშინი, მუდრიკი, შუსტიკოვი, შესტერნიოვი, ანიჩკინი, კორნეევი, ვორონინი, ჩისლენკო, ვალ. ივანოვი, პონედელნიკი, ჰუსაინოვი.
1964. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთის კრაკოვის “ვისლასთან” 2:3 წააგო. ქართველთაგან გოლები ვლადიმერ ბარქაიამ და ზაურ კალოევმა გაიტანეს.
1970. მექსიკის მსოფლიო მეცხრე ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამ იტალიას 4:1 მოუგო და მესამედ გახდა პლანეტის უძლიერესი საფეხბურთო ნაკრები. გოლები პელემ, გერსონმა, ჟაირზინიო, კარლოს ალბერტომ (ბრაზილია) და ბონინსენიამ (იტალია) გაიტანეს. მეხიკოს “აცტეკას” სტადიონზე თამაშს 107 ათასი მაყურებელი დაესწრო. ბრაზილია (ნაკრებს Mარიო ზაგალო წვრთნიდა): ფელიქსი, კარლოს ალბერტო, პიაცა, ბრიტო, ევერალდო, კლოდოალდო, გერსონი, ჟაირზინიო, ტოსტაო, პელე, რიველინო. იტალია (გუნდს ფერუჩიო ვალკარეჯი წვრთნიდა): ალბერტოზი, ბურგნიჩი, ფაკეტი, სერა, როსატო, ბერტინი (იულიანო), დომენგინი, მაცულა, ბონინსენია (რივერა), დე სისტი, რივა.
1978. არგენტინის მსოფლიო მეთერთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალური A ჯგუფი. ავსტრია-გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 3:2. ავსტრიელთაგან გოლები კრანკლმა (20 და ფოგთსმა (საკ. კარში) გაიტანეს, გერმანელთაგან კი თავი რუმენიგემ და ჰოლცენბაინმა გამოიჩინეს. ჰოლანდია-იტალია 2:1. ჰოლანდიელთაგან გოლები ჰაანმა და ვილი ვან დერ კერკჰოფმა გაიტანეს, მათმა თანანაკრებელმა ბრანდტსმა კი ავტოგოლი მიითვალა. ფინალური B ჯგუფი. ბრაზილია-პოლონეთი 3:1. ბრაზილიელთაგან გოლები რობერტომ (2) და ნელინიომ გაიტანეს. არგენტინა-პერუ 6:0. გოლები კემპესმა (2), ლუკემ (2), ტარანტინიმ და ჰაუსმანმა გაიტანეს.
1980. იტალიის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩი მესამე ადგილისთვი. ჩეხოსლოვაკია-იტალია 1:1 მატჩისშემდგომი პენალტებით ჩეხოსლოვაკიამ 9:8 მოიგო. ნეაპოლში ჩატარებულ შეხვედრას 24 600 მაყურებელი დაესწრო.
1982. ესპანეთის მსოფლიო მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი. ავსტრია-ალჟირი 2:0. საფრანგეთი-კუვეიტი 4:1. ჰონდურასი-ჩრდილოეთ ირლანდია 1:1.
1983. ცნობილმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა არტურ ეშმა გულის ურთულესი ოპერაცია გაიკეთა.
1986. გერმანიის დემიკრატიული რესპუბლიკის მძლეოსანმა ჰაიკე დრექსლერმა სიგრძეზე ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (7 მეტრი 45 სანტიმეტრი).
1986. მექსიკის მსოფლიო მეცამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალი. ბრაზილია-საფრანგეთი 1:1. გოლები პლატინიმ და კარეკამ გაიტანეს. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში ფრანგებმა 4:3 იმარჯვეს. გფრ-მექსიკა 0:0. პენალტებით 4:1 გერმანელებმა მოიგეს.
1988. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “დეტროიტ პისტონზი” დაამარცხა და NBA-ს რიგით 42 ჩემპიონი გახდა.
1990. იტალიის მსოფლიო მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი. ესპანეთი-ბელგია 2:1. გოლები მიჩელმა, გორისმა (ესპანეთი) და ვერვორტმა (ბელგია) გაიტანეს. ურუგვაი-სამხრეთ კორეა 1:0. გოლი ფონსეკამ გაიტანა.
1992. შვეციის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ნახევარფინალი. Gერმანია-შვეცია 3;2. გოლები რიდლემ (2), ჰესლერმა (გერმანია) და ბროლინმა, კენეტ ანდერსონმა (შვეცია) გაიტანეს. სტოკჰოლმში თამაშს 28 800 მაყურებელი დაესწრო.
1994. აშშ-ს მსოფლიო მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი. Gერმანია-ესპანეთი 1;1. არგენტინა-საბერძნეთი 4:0. გოლები ბატისტუტამ (3) და მარადონამ გაიტანეს. ნიგერია-ბულგარეთი 3:0.
1994. შტეფი გრაფი უიმბლდონის ქალთა ტურნირის პირველი მოქმედი ჩემპიონი გახდა, რომელმაც მომდევნო გათამაშების სასტარტო შეხვედრა წააგო. გრაფი ამერიკელმა ლორი მაკნილმა დაამარცხა.
1998. საფრანგეთის მსოფლიო მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჰგუფური ეტაპი. გფრ-იუგოსლავია 2:2. აშშ-ირანი 1:2. არგენტინა-იამაიკა 5:0. სამი გოლი ბატისტუტამ გაიტანა, ორი – ორტეგამ.
1999. შტეფი გრაფმა სხვადასხვა საჩოგბურთო ტურნირზე მოპოვებული ჰონორარებით 21 512 490 დოლარი (ქალ ჩოგბურთელთა შორის სარეკორდო თანხა) დაიმსახურა.
2002. მსოფლიო მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (სამხრეთ კორეა-იაპონია). მეოთხედფინალი. ინგლისი-ბრაზილია 1:2. გოლები ოუენმა (ინგლისი) და რივალდომ, რონალდინიომ (ბრაზილია) გაიტანეს. Gერმანია-აშშ 1:0. გოლი ბალაკმა გაიტანა.
2008. ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. მეოთხედფინალი. რუსეთმა ჰოლანდიას დამატებით დროში 3:1 მოუგო.
2009. სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე კონფედერაციათა თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბრაზილიამ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს იტალიას 3:0 მოუგო.
2010. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე კეიპტაუნში პორტუგალიამ ჩრდილოეთ კორეა 7:0 გაანადგურა, პორტ ელიზაბეტში ჩილემ შვეიცარიას 1:0 მოუგო, იოჰანესბურგში ესპანეთმა ჰონდურასს 2:0 სძლია. შვეიცარიამ მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდი დაამყარა – მისი ნაკრები მუნდიალების დასკვნით სტადიაზე 559 წუთის განმავლობაში არ უშვებდა გოლს.
2010. უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში ამერიკელმა ჯონ იზნერმა და ფრანგმა ნიკოლა მაუმ გამარჯვებულის გამოვლენას 11 საათი და 5 წუთი (!) მოანდომეს. ბოლო სეტი იზნერმა საკალათბურთო ანგარიშით, 70:68 მოიგო. ეს ყველაზე ხანგრძლივი საჩოგბურთო მატჩია.
2012. უკრაინა-პოლონეთში მიმდინარე საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალიამ ჩეხეთს 1:0 მოუგო. გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა.
ამ დღეს დაიბადნენ
1950. გოჩა მაჩაიძე. თბილისის “დინამოსა” და საქართველოს ნაკრების მცველი-ნახევარმცველი.საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978). საკავშირო პირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი (1977). საკავშიროთასისმფლობელი (1976, 1979). საქართველოს ნაკრების რიგებში საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე ვერცხლის მედალი დაიმსახურა (1979). “დინამოს” გარდა გამოდიოდა რუსთავის “მეტალურგში”, მოსკოვის “სპარტაკში”, ქუთაისის “ტორპედოში”.
1951. ვლადიმირ ჩერნიშოვი. საბჭოთა ფრენბურთელი. 1980 წლის ოლიმპიური თამაშებს ჩემპიონი.
1955. მიშელ პლატინი. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. “ფრანს ფუტბოლმა” საფრანგეთის მეოცე საუკუნის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარა. ევროპის 1984 წლის ჩემპიონი. გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. მსოფლიო 1986 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მონაწილე. საფრანგეთის ნაკრების 72 მატჩში გაიტანა 41 გოლი. 50 მატჩში კაპიტნობდა საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს. 1983, 1984 და 1985 წლებში დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად. ტურინის “იუვენტუსთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა, თასების, საკონტინენტთაშორისო თასები, ევროპის სუპერთასი. პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც თასების თასი მოიპოვა. ტურინელებთან ერთად ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. სამჯერ გახდა აპენინელთა პირველობის საუკეთესო გოლეადორი. “სენტ ეტიენის” რიგებში გამოსვლისას მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონობა. პროფესიულ დონეზე ჩაატარა 432 მატჩი, გაიტანა 224 გოლი. 1988-92 წლებში წვრთნიდა საფრანგეთის ნაკრებს. 2007 წლის 26 იანვრიდან 2015 წლის დეკემბრამდე მიშელ პლატინი იყო უეფას პრეზიდენტი.
1955. გია თავაძე. ლანჩხუთის “გურიასა” და თბილისის “დინამოს” მცველი. 1981 წელს მოიგო თასების თასი და საკავშირო პირველობის ბრინჯაოს მედალი. იმავე წელს შეიყვანეს “33 საუკეთესოთა” შორის.
1956. მიხაილ ბურცევი. რუსი მოფარიკავე. 1076 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში.
1964. ამირან ტოტიკაშვილი. ქართველი ძიუდოისტი. გამოდიოდა 60 კგ წონით კატეგორიაში. 1989 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 1988 და 1989 წლებში მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის 1990 წლის პირველობის ფინალისტი. 1990 წელს გახდა კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1988, 1989). 1989 წლის უნივერსიადის ჩემპიონი. სპორტის დამსახურებული ოსტატი. იყო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ტოტიკაშვილის მეთაურობით საქართველოს ნაკრები 2010 წელს ევროპის გუნდური პირველობის ჩემპიონი გახდა.
1974. ალექსი დავითაშვილი. მძიმეწონოსანი ქართველი ფალავანი. ძიუდოში ევროპის პირველობის სამგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1994, 2000, 2001). კონტინენტის ორგზის ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში (2002, 2003). ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1998). სუმოისტთა შორის ევროპის პირველობის სამგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1998, 1999, 2001). ქართულ ჭიდაობაში ჩვენი ქვეყნის შვიდგზის აბსოლუტური ჩემპიონი (ფალავანი). 2000 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე. იყო ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. ალექსი დავითაშვილი ღირსების ორდენის კავალერია.
ამ დღეს გარდაიცვალა
1989. 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ლი კვინს კალონი. ამერიკელი მძლეოსანი. თარბრჯენში 1956 და 1960 წლების ოლიმიური თამაშების ჩემპიონი.
2012. გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი ფორვარდი რამაზ შენგელია.