ფეხბურთი

23:32 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაული "რეალის" სარეზერვო გუნდს გაწვრთნის

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი რაულ გონსალესი "ბლანკოსის" სარეზერვო გუნდს 2019/20 წლების სეზონში გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. რაული აქამდე ახალგაზრდულ გუნდებს ედგა სათავეში.

რაული მადრიდულ გრანდში 16 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა. გონსალესმა ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო, ხოლო ესპანეთის ჩემპიონატი ექვსჯერ.

0.124056