ფეხბურთი

20:57 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონიამ" ორსოლინი გამოისყიდა

ტურინის "იუვენტუსის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რიკარდო ორსოლინი კარიერას "ბოლონიაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე იტალიურმა კლუბმა დაადასტურა. "ბოლონიამ" ორსოლინი იჯარის შემდეგ 15 მილიონ ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა 22 წლის ორსოლინიმ და რამდენი ექნება წლიური ანაზღაურება. რიკარდო "ბოლონიაში" 2018 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში იტალიელმა შემტევმა 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ათი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. ორსოლინის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა.

სტატისტიკა
0.402729