დღეს დასრულდა თბილისის თასის ღია გათამაშება ტყვიის სროლაში ქალებსა და ვაჟებს შორის, რომელშიც 3 გუნდი გამოდის: თბილისი (2 კლუბი), ქუთაისი და თელავი.
შეჯიბრება ორ ასაკში - უფროსებსა და ახალგაზრდებში ჩატარდა (ოღონდ ესენი 4 სერიას ისვრიან), ტურნირში კი 50 მონაწილე გამოვიდა - 27 ქალებში და 23 - ვაჟებში. თუმცა შეჯიბრებაში არ გამოსულა ის ოთხეული, რომელიც უკვე მინსკშია წასული მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად: ნინო სალუქვაძე, ნინო ხუციბერიძე, ცოტნე მაჭავარიანი და ლევან ქადაგიძე, ვინც იქ მწვრთნელის რანგშია.
ბუნებრივია, მათ არყოფნაში ახალი მედალოსნები ვიხილეთ, თუმცა ქალებში სენსაცია არ მომხდარა და ლიზი კილაძემ გაიმარჯვა, ვინც ამჯერად უფროსებში გამოვიდა.
ცოტა უცნაური ამბავი მოხდა ვაჟებში, სადაც სამივე პრიზიორმა ერთნაირი შედეგით - 565 ქულით დაასრულა გამოსვლა, მათ შორის ადგილები კი დამატებითი მაჩვენებლებით გამოვლინდა.
ასევე აღსანიშნავია თელაველთა პირველი მედალი - ახალგაზრდებში ბიჭებში მეორეზე შოთა სუმბაძე გავიდა.
შეჯიბრება ხვალ დასრულდება შერეულ წყვილთა ტურნირით.
უფროსები
ვაჟები
1. ვლადისლავ მაიოროვი (თბილისი, ს.კ.ა) - 565 (93, 91, 96, 94, 95, 96)
2. მიხეილ სანიკიძე (თბილისი, ტ.ნ.ს.) - 565 (93, 93, 97, 93, 96, 93)
3. კაკო მოსულიშვილი(თბილისი, ტ.ნ.ს.) - 565 (95, 95, 94, 94, 94, 93)
ქალები
1. ლიზი კილაძე (ქუთაისი, ს.კ. დინამო) - 571 ქულა (96, 92, 97, 95, 97, 94)
2. ნუცა კობალავა (თბილისი, ტ.ნ.ს) - 550 (89, 90, 92, 91, 94, 94)
3. ნანა კაზაროვა (თბილისი, ტ.ნ.ს) - 548 (90, 93, 91, 94, 88, 92)
ახალგაზრდები
ბიჭები
1. თემურ გუგუშვილი (თბილისი, ტ.ნ.ს.) - 353 (87, 84, 91, 91)
2. შოთა სუმბაძე (თელავი, თ.ს. სკ) - 352 (89, 90, 86, 87)
3. ნიკა თალაკვაძე (თბილისი, სკა) - 351 (91, 86, 89, 85)
გოგონები
1. გვანცა სეფაშვილი (თბილისი, ტ.ნ.ს.) - 364 (93, 89, 89, 93)
2. მარიამ მარშავა (თბილისი, ტ.ნ.ს.) - 360 (90, 89, 89, 93)
3. თათა იმნაძე (თბილისი, ტ.ნ.ს.) - 340 (88, 80, 89, 83)
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური