ფეხბურთი

13:49 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: "გაგვიმართლა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი ისევ გვაქვს"

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი მიიჩნევს, რომ მის გუნდს გაუმართლა, რომ პარაგვაისთან არ დამარცხდა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, ახლა „ალბისელესტემ“ ყატარის წინააღმდეგ გამარჯვება უნდა მოახერხოს.

„გაგვიმართლა, რომ კოპა ამერიკას არ გამოვეთიშეთ. ახლა მესამე ტურში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. პარაგვაიმ პირველივე შეტევა გოლით დაასრულა და ამან მცირე გაურკვევლობა გამოიწვია. ისეთი გუნდებისთვის, როგორიც არგენტინაა, რომელიც ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობს, რთულია პირველი გოლის გაშვება. მაგრამ შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ ერთი გოლი იყო“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და ამ დროისთვის ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. თუმცა, ლიონელ სკალონის გუნდი 23 ივნისს, ყატარის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში გასვლას მოახერხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111792