ფეხბურთი

13:17 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ნეიმარის სანაცვლოდ 130 მილიონთან ერთად ფეხბურთელსაც დათმობს

მადრიდის „რეალი“ „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის, ნეიმარის გადაბირების იმედს არ კარგავს და მზადაა ფრანგულ გუნდს წინადადებაც გაუკეთოს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ მზადაა პსჟ-ს ნეიმარის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაუხადოს და გარეთ ბეილი ან ხამეს როდრიგესი დაუთმოს. უელსელი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ შედის, ხოლო ხამესს „ბაიერთან“ ორწლიანი იჯარა დაუსრულდა და მადრიდელებს მისი გასხვისებაც გადაწყვეტილი აქვთ.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ ფრანგულმა Le Parisien-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითად „პარი სენ ჟერმენი“ ნეიმარს მხოლოდ 300 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელეოდა, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.

თავად ფეხბურთელს „ბარსელონაში“ დაბრუნების სურვილი გააჩნია, მაგრამ კატალონელები ფრანგების ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებენ.

0.117864