ფეხბურთი

11:51 | 20.06.2019 | ნანახია 609 - ჯერ

ლევანდოვსკი: „ბაიერნის“ გერმანელი ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან სანეს ტრანსფერს“

მიუნხენის „ბაიერნის“ პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებს „მანჩესტერ სიტის“ გარემარბის, ლეროი სანეს ბავარიულ კლუბში შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით ესაუბრა.

„გუნდის გერმანელი ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან სანეს ტრანსფერს. მაგრამ, უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება.

რიბერი და რობენი „ბაიერნის“ ლეგენდები არიან. სამწუხაროა, რომ კლუბს ტოვებენ. მაგრამ „ბაიერნი“ შეძლებს მათი შემცვლელების მოძებნას. მჯერა, რომ ახალი გარემარბიც ისეთივე კარგი იქნება, როგორებიც მისი წინამორბედები იყვნენ.

რათა წარმატებით ჩავატაროთ მომავალი სეზონი და დორტმუნდის „ბორუსიას“ ვაჯობოთ, სატრანსფერო ბაზარზე დიდი აქტიურობაა საჭირო.“ - ციტირებს პოლონელის სიტყვებს Goal.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:20 | 20.06.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

არადა, მართლა ჭირდება ამ ეტაპზე სანე "ბავარიას". რიბერი-რობენმა ის ქნეს, რომ ვეღარ წარმომიდგენია გერმანული საფეხბურთო გიგანტი ხარისხიანი ფლანგელის გარეშე.

11:56 | 20.06.2019
iceman (2988)

ეჰ ლევან არ დაიჯერო რომ ბავარია რობენის და რიბერის დონის ფეხბურთელს იყიდის, როცა ეგენი ფორმაში იყვნენ მაგ დონის ან უკეთესი მესი და რონალდო იყო მარტო და არა მგონია მესი ან რონალდო იყიდონ

0.121843