ფეხბურთი

10:52 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ „ინტერს“ მოელაპარაკა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, მილანის „ინტერთან“ პირადი კონტრაქტი შეათანხმა - წერს The Sun. გამოცემის ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელი საკუთარი კლუბის ხელმძღვანელობსაც შეხვდა და გარანტია მიიღო, რომ 75 მილიონ გირვანქად (დაახლოებით 84 მილიონი ევრო) გაუშვებენ.

იმავდროულად, მისი აგენტი, ფედერიკო პასტორელო, „ინტერს“ მოელაპარაკა და ლუკაკუს ხელფასი კვირაში 180 გირვანქა იქნება. ასეთივე ანაზღაურება შეიძლება ლუკაკუს „მანჩესტერშიც“ ჰქონდეს, თუ კლუბში დარჩება.

ლუკაკუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2017 წლიდან თამაშობს.

0.114704