ფეხბურთი

9:04 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი ტურინში ჩავიდა

„იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, ტურინში ჩაფრინდა და კლუბის საწვრთნელი ბაზაც მოინახულა. დღეს, 20 ივნისს, 60 წლის სპეციალისტს თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგენენ.

სარიმ „ბებერი ქალბატონის“ დამრიგებლის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვალა, რომელიც ტურინულ კლუბს 2014-19 წლებში წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ სარის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „ჩელსი“ იყო, რომელთან ერთადაც იტალიელმა სპეციალისტმა გასულ სეზონში პრემიერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

0.132004