19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს წინასადრაფტო პრესკონფერენციის გამართვა ზაიონ უილიამსონთან ერთად მოუხდა და სწორედ ამ პროცესში გადაღებულ იქნა ფოტო, რომელმაც ჩვენებურის კარიერაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
საქმე ის გახლავთ, რომ უილიამსონი ყველა გათვლებით დრაფტის პირველ ნომრად მიიჩნევა, ამდენად, მისმა პრესკონფერენციამ მასმედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. ფოტოზე ისე სჩანს, რომ ზაიონს ჟურნალისტთა მთელი არმია ახვევია, ბითაძე კი მარტო ზის და მის მიმართ სრული იგნორია.
ეს ფოტო მალევე ძალიან პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში და ის არაერთმა ცნობილმა გამოცემამ გააზიარა, რასაც მოულოდნელი გამოხმაურება მოჰყვა.
ფაქტობრივად, მთელმა ინტერნეტ-სამყარომ გოგას მხარდაჭერა გამოუცხადა, პათოსი კი ერთი გახლდათ: ბევრი იშრომე, რათა მათ ვისაც შენი არ სჯერა, ყველაფერი დაუმტკიცო და მათ შორის ზაიონიც უკან მოიტოვო.
ყველაზე სასიხარულო კი ის გახლდათ, რომ ბითაძეს გამამხნევებელი სიტყვები NBA-ს ვარსკვლავებმაც დაუწერეს. “გამოიყენე ეს დამატებითი მოტივაციისთვის, როგორც საწვავი”, - უთხრა მას დუეინ უეიდმა, დრეიმონდ გრინმა კი აღნიშნა: “გოგამ ეს ფოტო კედელზე უნდა გაიკრას, ყოველდღე უყუროს და შემდეგ ყველას გადაუაროს”.
საგულისხმოა, რომ თავად დრეიმონდი 2012 წლის დრაფტზე მხოლოდ 35-ე ნომრად აირჩიეს, ამდენად, კარგად იცის, რას ნიშნავს, როდესაც სათანადოდ არ გაფასებენ.
ბითაძეს გვერდში დაუდგა საქართველოს ნაკრებში მისი თანაგუნდელი თორნიკე შენგელიაც: “კარგად დაიმახსოვრეთ ეს ფოტო! ვიცი, თვითონ გოგა ასე იზამს”.
მოგვიანებით აღნიშნულ ფოტოზე განმარტება თავად გოგამაც გააკეთა: “ცხადია, იმის ნახვა, რომ სხვა კალათბურთელი ამხელა ყურადღებას იპყრობს, მოტივაციას მმატებს. ვიცი, რომ უფრო ბევრი უნდა ვიშრომო. ზაიონი ჩინებული კალათბურთელია და ამაში მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა. ისე, ჟურნალისტები ჩემთანაც იყვნენ და კითხვები დამისვეს. ცუდი არაფერი მომხდარა”.
ჩვენი აზრითაც, დღევანდელი ფაქტი ქართველ კალათბურთელს მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაადგება. ამერიკულ მედიაში მისდამი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და დრაფტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენებურის შანსებიც მხოლოდ მაღლა იწევს.
თითქმის ყველა წამყვან სადრაფტო სიაში გოგა უკვე მოწინავე თხუთმეტეულში ფიგურირებს და ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ქართველი ცენტრი სარეიტინგო პიკზე უშუალოდ დრაფტის დღისთვის გადის.
შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ესოდენ საინტერესო ღონისძიება ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარქლაი სენთერში”, 21 ივნისის დილას, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას “სილკ უნივერსალი” გეგმავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველამ უკვე თქვა ისეთი რამ რასაც ვერ გავიმეორებ მაგრამ ერთი ჟურნალისტი ნაღდად უყურებდა გოგას და ის ლეგენდა გახდება ესაა ვინც ფოტო გადაუღო
იმედია გოგა ბეჭედს დადებ და თუ ოცნებაა ოცნება იყოს და ფინალის უძვირფასესი მოთამაშეც გახდები და მაგ ჟურნალისტებს ამ ფოტოს შეახსენებ. იმედია ძაან არ წავიოცნებე
დრეიმონდ გრინი არ მომწონდა, მაგრამ მისმა სიტყვებმა გული მომიბრუნა. აბა, შენ იცი, გოგა, მთავარია შემდეგ ვისთან იქნებიან ჟურნალისტები.
ეს არის საუკეთესო რეკლამა გოგასთვის დრაფტის წინ, ამაზე მეტი მოტივაცია რა გინდა და პლიუს ზუსტად ამ ფოტოთი გაიცნობს მთელი მსოფლიო და გაცილებით მეტი ყურადღება იქნება მის მიმართ.... დანარჩენი გოგაზეა ეხლა როგორ გამოიყენებს ამ ფონს
გოგა თავისი დაცვით ძალიან გავს ჯარეტ ალენს და სამიანს გაცილებით მაგრად ისვრის.იმედია ენტონი დევისს დაემსგავსება თამაშით და სარგებლიანობით.
გოგა აბა შენ იცი !!
გოგა ის ბიჭია, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციიდან სწორი და სასარგებლო დასკვნები გამოაქვს.
ჟურნალისტები აქ არაფერ შუაშია. ისინი ყოველთვის საკბილოს ეძებენ და რაც საზოგადოებისთვის უფრო საინტერესოა, იმას აშუქებენ. ამ შემთხვევაშიც ასეა - ზაიონი ამ ეტაპზე ბევრად მიმზიდველი ფიგურაა ნბა-ს მოყვარულებისთვის.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ ბითაძე და ზაიონი გვერდიგვერდ სხედან. მათ ორივეს აირჩევენ და ორივეს თანაბარი პირობები ექნება სიძლიერის დასამტკიცებლად.
აი მერე კი ვნახოთ, ვის დაუწყებს კუდში დევნას მედია.
ყველა შენთან ვართ გოგა, აბა შენ იცი... წარმატებები
ეს შაშა კოლა ზაიონიც არ მოიქცა კაცურად ! კაცი რომ ყოფილიყო სოლიდარობის ნიშნად წავიდოდა იქედან როგორც გარინჩამ გააკეთა ასეთ სიტუაციაში როცა ყველა ჟურნალისტი მაგას უსვამდა კითხვას და მეორე გუნდის კაპიტანი იჯდა მოწყენილი და გარინჩამ თქვა იმასაც დაუსვით კითხვებიო და რომ არ დაუჯერეს ადგა და გავიდა დარბაზიდან !
მაგაში მართალი ხარ მაგრამ, გარინჩას საქციელი რა მოსატანია გაზულუქებულ ზაიონთან
ჟურნალისტებს ტყუილად კი არ ეძახიან მყრალი გიენების ხროვას ზრდილობის გამო მაინც დარჩენილიყვნენ 1-2 ის ნაბ...ები@ ქართველი "ჟურნალისტებიც" ამართლებენ ამ სახელს ამას წინათ იყო პარლამენტიდან არ მახსოვს რომელიღაცა მინისტრი გამოვიდა და შემოესივნენ გიენებივით გოგოშკები ორ სიტყვას რომ ვერ აბამენ ერთად და საკუთარ თავს "ჟურნალისტენს" რომ უწოდებენ და უცბად ერთმა გიენამ დაიბღავლა ვაიმე გახარიაც გამოვიდაო და ეს გიენების ბრბო ყველა ერთად გაექანა გახარიასკენ და ის კაცი დატოვეს შეცბუნებული და პირდაღებული @
მიდი გოგა! მთელი საქართველო შენ გვერდში ვართ.ნამდვილი ვაჟკაცი და სპორტსმენი.აი სწორედ გოგადან უნდა აიღოს ახალმა თაობამ მაგალითი სულ რო დაბოლილი დადიან ქუჩებში და 100 წლის მოხუცებს ჰგავან წელში მოხრილი.
+
გვარიც არასწორად დაუწერიათ...