ჭადრაკი

23:23 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძის წარმატება ნორვეგიაში

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გიგა ყუფარაძემ (2498) ნორვეგიის ქალაქ სტავანგერში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 5.5 ქულა დააგროვა და მასპინძელთა წარმომადგენელ არვოლა ბენჯამინთან (2485) ერთად მეორე-მესამე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-3 პოზიცია ერგო.

ტურნირის ჩემპიონი კიდევ ერთი ნორვეგიელი სუნე გეირი (2435) გახდა, რომელმაც თავი 6.0 ქულას მოუყარა.

შეჯიბრის მეორე ქართველმა მონაწილე დავით მაღალაშვილმა (2500) 5.0 ქულით მეოთხე-მეცხრე საფეხურები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მე-6 გახლდათ.

0.129849