ფეხბურთი

19:27 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჰუმელსი "დორტმუნდის" ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაიერნის“ აწ უკვე ყოფილი მცველი მატს ჰუმელსი დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია „ყვითლების“ ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ცნობილია, „დორტმუნდმა“ 30 წლის მცველის სანაცვლოდ „რეკორდმაისტერს“ 38 მილიონი ევრო გადაუხადა და ეს სამი მილიონით მეტია, ვიდრე სამი წლის წინ თავად „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ გადაურიცხა.

ჰუმელსმა „ბაიერნის“ რიგებში 118 თამაში ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ერთხელ გერმანიის თასი და სამჯერ გერმანიის სუპერთასი მოიგო.

მატსი „დორტმუნდის“ ღირსებას 2007-2016 წლებში იცავდა და 309 თამაშში 25 გოლი გაიტანა. გერმანელს ხსენებული ორი გუნდის გარდა არსად უთამაშია. კარიერა „ბაიერნში“ დაიწყო, საიდანაც „დორტმუნდში“ გადავიდა, შემდეგ ისევ „ბაიერნს“ დაუბრუნდა, ხოლო ახლა კვლავ „დორტმუნდის“ ჯერი დადგა.

0.138219