სხვა

18:15 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მინსკში ქართველ სპორტსმენთა მეორე ჯგუფი ჩავიდა

დღეს, მეორე ევროპული თამაშების დედაქალაქ მინსკში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი - ძიუდოსტები, სამბისტები, ტყვიის მსროლელები და მხატვრული ტანმოვარჯიშები - ჩავიდა. ისინი უკვე განთავსდნენ ოლიმპიურ სოფელში.

ამასობაში, პირველი ვარჯიშები ჩაატარეს ჩვენმა მოკრივეებმა და მშვილდოსნებმა, რომლებიც ერთი დღით ადრე ჩაფრინდნენ მინსკში.

ქართველთაგან შეჯიბრებაში პირველები სწორედ ამ სახეობების წარმომადგენლები ჩაებმებიან და ეს მოხდება 21 ივნისს, თამაშების გახსნის დღეს.

მშვილდოსანთაგან სტარტს აიღებენ ციკო ფუტკარაძე და ჯაბა მოსეშვილი, მოკრივეთაგან - სახილ ალახვერდოვი (49 კგ), ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ) და მიხეილ ბახტაძე (+91 კგ).

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140325