ფეხბურთი

15:11 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეანდრო რიბეირო: "საბურთალო" კარგი გუნდია და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს"
ზორან ზეკიჩი: "ამ მატჩებს მზად უნდა შევხვდეთ"

ტირასპოლის „შერიფის“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა და ფეხბურთელმა ლეანდრო რიბეირომ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასეს და თბილისის „საბურთალოს“ შესახებ კომენტარი გააკეთეს.

ლეანდრო ქართულ ფეხბურთს კარგად იცნობს, რადგან გორის „დილას“ ღირსებას წარმატებით იცავდა და შარშან სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა „შერიფში“. ბრაზილიელის განცხადებით, საქართველოში დაბრუნება შესანიშნავი იქნება, მაგრამ „საბურთალო“ ძლიერი გუნდია.

„ჩემთვის წილისყრის შედეგი სიურპრიზი იყო, მაგრამ მეტოქის არჩევა ჩვენ არ შეგვიძლია. საქართველოში დაბრუნება შესანიშნავი იქნება, სადაც ჩემი ცხოვრების ნაწილი გავატარე. ვიმედოვნებ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ზოგადად, საქართველოში დაბრუნება დიდებულია.

დიახ, „საბურთალოს“ წინააღმდეგ მითამაშია და ძალიან რთული მეტოქეა, კარგი გუნდი, რომელიც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. კარგი თამაში იქნება და მართალია, მხოლოდ გამარჯვების იმედი გვაქვს.

საქართველოსა და მოლდოვის ჩემპიონატი? საქართველოს ჩემპიონატში უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ეს ჩემპიონატები ძალიან გვანან ერთმანეთს, თუმცა საქართველოში ტიტულისთვის უფრო მეტი გუნდი იბრძვის, ვიდრე მოლდოვაში. ცხადია, ამ მატჩებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ“, - თქვა ლეანდრომ.

ზორან ზეიკიჩის განცხადებით კი, ჯერჯერობით მეტოქის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ მისი გუნდი ყველა მეტოქეს პატივსცემს:

„ჯერჯერობით არ ვიცით როგორი გუნდია. თუმცა, საქართველოს ჩემპიონია და რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაიმსახურა. ჩვენ ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ და მთავარია ამ მატჩებისთვის კარგად მოვემზადოთ“, - ზეკიჩმა.

აქვე გეტყვით, რომ „შერიფი“ „საბურთალოს“ 9 ივლისს უმასპინძლებს, საპასუხო მატჩი კი ერთი კვირის თავზე თბილისში გაიმართება. ცნობისთვის, შარშან ამავე ეტაპზე მოლდოველებმა ქუთაისის „ტორპედოს“ აჯობეს (1:2, 3:0).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114009