სხვა

18:40 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მინსკი-2019-ის პრესცენტრმა პირველი სტუმრები მიიღო

მინსკის ეროვნულ ოლიმპიურ სტადიონ „დინამოზე“ მეორე ევროპული თამაშების მთავარი პრესცენტრი გაიხსნა.

პრესცენტრი გათვლილია 200 დასაჯდომ ადგილზე, რომელიც აღჭურვილია ჟურნალისტთათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით - თავისუფალი წვდომის კომპიუტერებით, არენებიდან შეჯიბრებების პირდაპირი ტრანსლაციების ეკრანებით, საპრესკონფერნციო დარბაზით, საბეჭდი მოწყობილებებით თუ ოპერატიული სტატისტიკური ინფორმაციის ბაზით.
მასმედიის საერთაშორისო გუნდის გარდა, მინსკში 52 ქვეყნის ჟურნალისტს ელოდებიან, მთავარ პრესცენტრში იმუშავებს მოხალისეთა ინტერნაციონალური ჯგუფი.
მინსკის მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონია შედგება 21 ივნისს „დინამოს“ ეროვნულ სტადიონზე, რომელიც ასევე უმასპინძლებს მძლეოსანთა ასპარეზობებს.

www.geonoc.org.ge

0.151999