სხვა

15:53 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები მეორე ევროპული თამაშების დედაქალაქში

21 ივნისს მინსკში იწყება მეორე ევროპული თამაშები - 2019 წლის უმთავრესი მულტისპორტული შეჯიბრება, რომელშიც კონტინენტის 50 ქვეყნის საუკეთესო ათლეტბი სპორტის 15 სახეობაში იასპარეზებს. ბელარუსის დედაქალაქში საქართველო 61 სპორტსმენით წარსდგება. ისინი მედლებისთვის სპორტის 10 სახეობაში იბრძოლებენ.

მეორე ევროპული თამაშების დედაქალაქში 17 ივნისს ჩავიდნენ ადმინისტრაციული ჯგუფის ხელმძღვანელები, რათა ოპერატიულად მოეგვარებინათ საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხები.

დღეს, 18 ივნისს მათ შეუერთდნენ ჩვენი მშვილდოსნები და მოკრივეები, ასევე სამედიცინო პერსონალი. ისინი უკვე განთავსდნენ ათლეტთა სოფელში, გაეცნენ საცხოვრებელ, სავარჯიშო და საშეჯიბრო პირობებს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები, თამაშების განრიგის შესაბამისად, მინსკში სხვადასხვა დროს ჩავლენ.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146738