ფრენკ ლამპარდი "ჩელსის" მთავარ მწვრთნელია, აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები კონტრაქტრაქზე 2022-წლამდე შეთანხმდნენ.
აქამდეც ლამპარდი სარის წასვლის შემდეგ "არისტოკრათთა" მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად განიხილებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში კონტრაქტი ოფიციალური გახდება. "ჩელსის" კონტრაქტის დარღვევისთვის "დერბისთვის" 4 მილიონის გადახდა მოუწევს.
ლამპარდმა როგორც ფეხბურთელმა "ჩელსის" მაისურით 648 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 211 გოლი გაიტანა.