ისტორია

9:57 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

19 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1978 - დირკ ნოვიცკი. გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებისა და “დალას მავერიკსის” ფორვარდი (213 სმ). პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. 2011 წელს მოიგო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა და დაასახელეს პლეი ოფის საუკეთესო კალათბურთელად. 2005 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. დაასახელეს ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ. ათჯერ ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ოლ სტარის” მატჩში (2002-11), მათ შორის ოთხჯერ სასტარტო შემადგენლობაში.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1911 - ნორვეგიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “მიოლდე”. 2011 და 2012 წლებში გახდა ნორვეგიის ჩემპიონი. 1994 და 2005 წლებში მოიპოვა ნორვეგიის თასი, 1974, 1987, 1995, 1998, 1999 და 2002 წლებში იყო ნორვეგიის ვიცე-ჩემპიონი. გუნდის რიგებში გამოდიოდა ოლე გუნარ სოლსკიაერი. 1996 წელს თბილისის “დინამოსთან” უეფას თასის თასის ორი საკვალიფიკაციო შეხვედრა ჩაატარა. თბილისში “დინამომ” 2:1 მოიგო, ნორვეგიაში კი მატჩი 0:0 დასრულდა.

1938 - მსოფლიოს მესამე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ფინალი: იტალია-უნგრეთი 4:2. შეხვედრას, რომელიც პარიზის “ოლიმპიკზე” ჩატარდა, 65 ათასი მაყურებელი დაესწრო. იტალიელთაგან ორ-ორი გოლი კოლაუსმა და პიოლამ გაიტანეს, უნგრელთაგან კი, ტიტკოშმა და შაროშიმ გამოიჩინეს თავი. იტალია: ოლივეირი, ფონი, რავა, სერანტონი, ანდრეოლი, ლოკატელი, ბიავატი, მეაცა, პიოლა, ფერარი, კოლაუსი. უნგრეთი: საბო, პოგარი, ბირო, სალაი, სიუჩი, ლაზარი, შაში, ვინჩე, შაროში, ჟენგელერი, ტიტკოში. იტალიამ ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიოს თასი.

1946 - აშშ-ის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით პირველად გადაიცა საკრივო ორთაბრძოლა. ერთმანეთს ჯო ლუისი და ბილი კოენი შეხვდნენ.

1953 - ბრაზილიის ჩემპიონატში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, გარინჩამ. მისი დებიუტი “ბოტაფოგოში” შედგა.

1954 - მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატი ფეხბურთში (შვეიცარია). ჯგუფური ეტაპი: ბრაზილია-იუგოსლავია 1:1; საფრანგეთი-მექსიკა 3:2; ურუგვაია-შოტლანდია 7:0.

1958 - მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატი ფეხბურთში (შვედეთი). მეოთხედფინალი: შვედეთი-სსრკ 2:0; გფრ-იუგოსლავია 1:0; საფრანგეთი-ჩრდ. ირლანდია 4:0; ბრაზილია-უელსი 1:0.

1964 - ჰოლანდიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “კამბური”.

1974 - მსოფლიოს მეათე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ჯგუფური ეტაპი: ჰოლანდია-შვედეთი 0:0; ბულგარეთი-ურიგვაი 1:1.

1982 - მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (ესპანეთი). ჯგუფური ეტაპი: ბელგია-სალვადორი 1:0; სსრკ-ახალი ზელანდია 3:0; გოლები გავრილოვმა, ბლოხინმა და ბალტაჩამ გაიტანეს. ქართველთაგან მატჩში მონაწილეობა მიიღეს თენგიზ სულაქველიძემ, ალექსანდრე ჩივაძემ (კაპიტანი), ვიტალი დარასელიამ და რამაზ შენგელიამ.

1990 - მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (იტალია). ჯგუფური ეტაპი: იტალია-ჩეხოსლოვაკია 2:0; ავსტრია-აშშ 2:1.

1990 - აშშ-ს მსოფლიოს ჩემპიონატის არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და იუგოსლავიის ჯგუფური ეტაპის მატჩში აზიელთა გუნდის შემადგენლობაში ერთბაშად ოთხმა ფეხბურთელმა ითამაშა, რომელთა გვარი მუბარაქი გახლადათ. ესენი ხალილი, ხალიდი, ფახადი და ნასერ მუბარაქები იყვნენ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ არაბთა სათადარიგოთა სკამზე კიდევ ორი მუბარაქი, მუჰამედი და მუბარაქი ისხდნენ.

1992 - ევანდერ ჰოლიფილდმა სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ლარი ჰოლმსი თორმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1994 - მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპინატი ფეხბურთში (აშშ). ჯგუფური ეტაპი: შვედეთი-კამერუნი 2:2; ნორვეგია-მექსიკა 1:0; ბელგია-მაროკო 1:0.

1998 - მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). ჯგუფური ეტაპი: ესპანეთი-პარაგვაი 0:0; ნიგერია-ბულგარეთი 1:0.

2005 - “ფორმულა-1”-ის აშშ-ის გრანპრი გერმანელმა მიხაელ შუმახერმა მოიგო.

2006 - მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). ჯგუფური ეტაპი: ტოგო-შვეიცარია 0:2; ს. არაბეთი-უკრაინა; ესპანეთი-ტუნისი 3:1.

2007 - მოსკოვის “სპარტაკის” მთავარ მწვრთნელად სტანისლავ ჩერჩესოვი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ვლადიმერ ფედოტოვი შეცვალა.

2008 - ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიამ პორტუგალიას 2:1 მოუგო და ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად გავიდა ნახევარფინალში. პორტუგალია კი უკანასკნელ სამ პირველობაზე პირველად დამარცხდა მეოთხედფინალში.

2009 - ჩოგბურთში მსოფლიოს კლასიფიკაციის პირველმა ნომერმა ესპანელმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ ტრავმის გამო უიმბლდონის ტურნირს გამოტოვებდა. 2002 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა მოქმედმა ჩემპიონმა ტიტულის დაცვაზე უარი განაცხადა.

2012 - უკრაინა-პოლონეთის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდნენ ინგლისი და საფრანგეთი. ინგლისელებმა უკრაინელებს 1:0 მოუგეს, ხოლო ფრანგებმა შვედებთან 0:2 მარცხის მიუხედავად მაინც გააღწიეს კონტინენტის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის.

ამ დღეს დაიბადნენ

1863 - ჯონ გუდოლი. წარმოშობით შოტლანდიელი (დაიბადა კილმარნოკში) ლეგენდარული ინგლისელი საფეხბურთო ფორვარდი. “პრესტონ ნორთ ენდის” შემადგენლობაში გახდა ინგლისის პირველი ჩემპიონი (1889) და იმავე სეზონში პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ჩემპიონატში გუდოლის ანგარიშზე 21 გოლია, სულ კი 1888-89 წლების სეზონის მსვლელობისას მან 56 მატჩში 50 გოლი გაიტანა. 1891, 1992, 1893, 1895, 1898 წლების ბრიტანეთის ჩემპიონი. მოგებული აქვს ინგლისის თასი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 14 შეხვედრა, გაიტანა 11 გოლი.

1906 - კნუტ კროონი. 1920-30-იან წლებში შვეციის ნაკრების ფორვარდი. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 35 მატჩი, გაიტანა 17 გოლი. შვეციის ხუთგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. “ჰელსინგბორგის” რეკორდსმენი ეროვნულ პირველობებზე გატანილ გოლთა რაოდენობით (141).

1913 - ელენ მედისონი. ამერიკელი მოცურავე. 1932 წლის ოლიმპიადაზე ოქროს ორი მედალი მოიპოვა.

1926 - პერეს გუტიერესი. 1947-56 წლებში ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი. ნაკრების 22 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. ურუგვაის ოთხგზის ჩემპიონი.

1932 - ზოზიმო. ბრაზილიის ნაკრების მცველი. 1958 და 1962 წლების მსოფლიო ჩემპიონი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 2 გოლი.

1932 - ოტო ბარიჩი. 1950-60-იან წლებში იუგოსლავიის ნაკრების მცველი. მოგვიანებით მწვრთნელი გახდა. იუგოსლავიის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა. ავსტრიული კლუბები “რაპიდი” და “ზალცბურგი” უეფასა და თასების თასის ფინალში გაიყვანა. მუშაობდა გერმანულ ბუნდესლიგაში. ხორვატიის ნაკრებს ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის საგზური მოაპოვებინა.

1937 - გურამ კოსტავა. ქართველი დაშნით მოფარიკავე. მსოფლიოს ორგზისჩემპიონიგუნდურშეჯიბრებაში(1961, 67), ორგზის მეორე (1959, 66 _ ორივე გუნდურში) და ორგზის მესამეპრიზიორი(1963, 65 _ ორივეპირადში), XVII ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი გუნდურასპარეზობაში (1960, რომი), XVIIIოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი პირად პირველობაში (1964, ტოკიო), სსრკჩემპიონიპირადჩათვლაში (1961), ხუთგზის მეორე (1960, 61, 62, 64, 68) და ხუთგზის მესამეპრიზიორი (1957, 58, 60, 65, 67), სსრკთასის მფლობელი (1960). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

1942 - ბერნარ ბოსკიე. 1966-72 წლებში საფრანგეთის ნაკრების მცველი. ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 42 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. 1967 და 1968 წლებში გახდა საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი. “სენტ ეტიენის” შემადგენლობაში ხუთჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და სამჯერ მოიპოვა ქვეყნის თასი.

1956 - იან ფიალა. 1977-87 წლებში ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მცველი. ევროპის 1980 და მსოფლიო 1982 წლების ჩემპიონატების მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. 1982 წელს დაასახელეს ჩეხოსლოვაკიის საუკეთესო ფეხბურთელად. ქვეყნის სამგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი.

1967 - ბიორნ დელი. ნორვეგიელი მოთხილამურე. ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი.

1972 - ებე სანდი. დანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი. ნაკრების 66 მატჩში გაიტანა 22 გოლი. 1999-2006 წლებში გამოდიოდა “შალკეში”. 2001 და 2002 წლებში მოიპოვა გერმანიის თასი. 2001 წელს გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი.

1975 - პედრო მუნიტისი. ესპანეთის ოლიმპიური და ეროვნული ნაკრებების, ლა კორუნიას “დეპორტივოს” და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი. 1992 წელს ბარსელონას ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი მოიგო. მოპოვებული აქვს ესპანეთის ჩემპიონობა.

1975 - ენტონი პარკერი. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში იცავდა “ფილადელფია სიქსერზის” ღირსებას. ევროპაში რამდენიმე კლუბში თამაშობდა. თელ ავივის “მაკაბისთან” ერთად ორჯერ მოიგო ევროლიგა.

1978 - დირკ ნოვიცკი. გერმანიის კალათბურთელთა ნაკრებისა და “დალას მავერიკსის” ფორვარდი (213 სმ). პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. 2011 წელს მოიგო ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა და დაასახელეს პლეი ოფის საუკეთესო კალათბურთელად. 2005 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. დაასახელეს ამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ. ათჯერ ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ოლ სტარის” მატჩში (2002-11), მათ შორის ოთხჯერ სასტარტო შემადგენლობაში.

1979 - კლებერსონი. ბრაზილიის ნაკრების, “ატლეტიკო პარანაენსეს” (1998-2003), “მანჩესტერ იუნაიტედის” (2003-05), “ბეშიქთაშის” (2005-07) და “ფლამენგოს” (2008 წლიდან) ნახევარმცველი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი. 2004 წელს მოიგო კოპა ამერიკა. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 28 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. მოგებული აქვს ბრაზილიისა და რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონობა. ინგლისის თასი და სუპერთასი. თურქეთის თასი. 2009 წელს მოიგო სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კონფედერაციათა თასი.

1982 - დაიანა მუცი. ამერიკელი მოცურავე. თავისუფალი სტილით 100 და 200 მეტრზე ცურვაში 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის ორი მედალი მოიპოვა.

0.113415