ფეხბურთი

23:45 | 18.06.2019 | ნანახია 834 - ჯერ

კახა ჩხეტიანი: “ორდაბასი” კარგი გუნდია, რომელსაც 14 ლეგიონერი ჰყავს”

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ იმერულ კლუბს მეტოქედ ყაზახური “ორდაბასი” ერგო, რომელსაც 11 და 18 ივლისს გაეჯიბრება.

“ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა და ასეა ახლაც. “ორდაბასი” კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას. მათ რიგებში 14 ლეგიონერი ირიცხება.
გუნდის შემადგენლობაშია ფორვარდი ზიგი ბადიბანგა, რომელმაც თავი გასულ წელს “შერიფიდან” დაგვამახსოვრა. ასევე “ორდაბასის” ღირსებას ბრაზილიელი შემტევი ჟოაო პაულო იცავს. ჩვენთვის ისიც ნაცნობი ფეხბურთელია “ლუდოგორეციდან”.
ხვალ “გაგრასთან” სათასო მატჩი გვაქვს და ახლა, მთელი კონცენტრაცია ამაზეა. შემდეგ ვნახავთ ”ორდაბასის” მატჩებს და გავაანალიზებთ ჩვენი მეტოქის თამაშს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართულ კლუბებს – “საბურთალოს”, “დინამოსა” და “ჩიხურას” ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო”.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:17 | 19.06.2019
grinchi (3221)

უცებ ამოიღებენ მაგ ხელფასების დავალიანებას ))

12:32 | 19.06.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

ანუ იმათ 14 ლეგიონერი ჰყავთო და ჩვენ 14 კაცს ხელფასს ვერ ვუხდითო

11:12 | 19.06.2019
ogafa (10220)

უნდა მოუგოოო

06:54 | 19.06.2019
alfadhirhaiti (7530)

14 არა, 37

მეორეს ერთი, ლეგიონერი რო ავტომატურად მაგარს არ ნიშნავს, ამას საქართველოს ჩემპიონატში მობურთალი ლეგიონერები მოწმობენ.

03:59 | 19.06.2019
dinamo222 (8587)

შენ ეხლა სტო პერიოდს ნუ იჭერ 14 ლეგიონერი თორემ მაგათაც ყავთ ნეიმარები მესები და რონალდუები რაა PP

0.137605