ფეხბურთი

23:20 | 18.06.2019 | ნანახია 1060 - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "სურვილი მქონდა გლაზგოს "სელტიკს" შევხვედროდით"

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოს" მეტოქე მოლდოვური "შერიფი" იქნება. წილისყრასა და მეტოქეზე კომენტარი საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

“ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი სუსტი გუნდი არ არსებობს. ხუთი სავარაუდო მეტოქედან შესაძლო იყო სხვა გუნდებიც შეგვხვედროდა, მაგრამ მოწინააღმდეგედ მოლდოვური "შერიფი" გვერგო. სიმართლე გითხრათ, სურვილი მქონდა გლაზგოს "სელტიკს" შევხვედროდით.

"შერიფის" თამაში ბოლოს ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ვნახე, როდესაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შარშან შეხვდა. ამ ეტაპზე ვიცი ისიც, რომ ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ლეანდრო რიბეირო ირიცხება, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს.

რაც შეეხება საშინაო თუ საგარეო შეხვედრას, მერჩივნა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გვქონოდა, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ ღირს. ვეცდებით, ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი”, – გამარტა საბურთალოს ახალგაზრდა სპეციალისტმა.

აქვე გეტყვით, რომ ხსენებული გუნდების პირველ მატჩს მოლდოვა 10 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 17 ივლისს გაიმართება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:29 | 19.06.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

ეს ან ბრიყვია, ან გვაინტრიგებს
რა ლოგიკით უნდა ერჩივნოს მწვრთნელს შერიფის მაგივრად სელტიკი, მართლა ვერ ვხვდები.

11:09 | 19.06.2019
ogafa (10143)

ჯერ შერიფთან და იქნებ მერე სელტიკთან

09:56 | 19.06.2019
zviadi-shxefi (6306)

ჩვენი მწვრთნელების უმრავლესობას მწვრთნელობაზე მეტად თავის მართლება ეხერხებათ და სელტიკთან თავის გამართლება უფრო იოლი იქნებოდა ვიდრე შერიფთან (თუმცა რაღაც მეიმედება და არ ვიცი, იმედია არ ვცდები).

03:54 | 19.06.2019
dinamo222 (8587)

ეს ცოტა ვერაა ?? შერიფის მაგივრად სელტიკი მინდოდაო და პირველი თამაში სახლშიო ! DD

07:14 | 19.06.2019
alfadhirhaiti (7518)

სელტიკს ვინ არ უგებს?

09:12 | 19.06.2019
mjgiri (8951)

ნუ ეხლა სადაც ვალენსიამ გააგდო,იქ საბურთალო ამოტენის საერთოდ

23:11 | 19.06.2019
alfadhirhaiti (7518)

რა სირობებს წერ, ფეხბურთისგან შორს ხარ.

00:18 | 19.06.2019
Euro2020 (114)

დინამო, ტორპედო და ვინც არ უნდა შეხვედროდა წელს შერიფს არანაირი იმედი არ მექნებოდა გასვლის, საბურთალოს იმედი კი მაქ, გამართული ახალგაზრდული გუნდია, მგონია რო შიშით არ ითამაშებენ, აი ვნახავთ კიშინოვში რა თამაშს აჩვენებენ.
2კაი ტრანსფერი კი დახატავდა ამ გუნდს, ეღთი მაღალი კლასის ცენტრფორვარდი სჭირდებათ, აი ქვილითაიას დონის ხო საერთოდ

00:14 | 19.06.2019
qomagi (1575)

სელტიკები და ეგეთები თუ გინდა, გადით მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერ მოხვდებით და არავინ დაგამადლის, ოხრად იქნებიან

23:31 | 18.06.2019
Sport With pleasure (4571)

შენ ეს გაიარე და გლაზგოს “სელტიკი” მერენდელ ამბავში ვინატროთ ,

0.119377