როჯერ ფედერერმა თავის ერთ-ერთ საყვარელ ჰალეს ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. პირველ წრეში როჯერმა ჯონ მილმანი 7:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 19 წუთს გაგრძელდა.
პირველი სეტი ისე მივიდა ტაი-ბრეიკამდე, რომ ბრეიკ-პოინტი არ დაფიქსირებულა. ფედერერმა საჩოგბურთო ლატარია 7:1 მოიგო. მეორე პარტიაში 3:2-ზე, როჯერმა მატჩის ერთადერთი ბრეიკი შეასრულა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
მომდევნო შეხვედრაში ფედერერი ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას შეხვდება.
ფედერერს ჰალეს ტურნირის ცხრაჯერ აქვს მოგებული.