ძიუდო

18:40 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

JudoKids ფუნქციონირებას დუშეთის მუნიციპალიტეტშიც იწყებს

JudoKids ფუნქციონირებას დუშეთის მუნიციპალიტეტშიც იწყებს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, დღეს ჟინვალის საბავშვო ბაღში JudoKids-ის სექცია გაიხსნა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა გულბიანმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის უფროსმა ლევან შერმადინმა ჟინვალის საბავშვო ბაღს ტატამი, ხოლო ბაღის აღსაზრდელებს კიმონოები გადასცეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115201