კალათბურთი

14:47 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: “ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გავიღებ, რათა ყოველდღიურად უკეთესი გავხდე”

NBA-ს 2019 წლის დრაფტამდე ორიოდ დღე რჩება, ქართველი ტალანტი გოგა ბითაძე კი ბოლო წვრთნებს გადის და ოკეანისგაღმური კლუბებისთვის თავისი შესაძლებლობების ჩვენებით არის დაკავებული.

ბითაძემ, რომელაც დრაფტის პირველ თხუთმეტეულში არჩევას უწინასწარმეტყველებენ, ნიუ იორკის “ვორქაუთზე” კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ სამქულიანებს ცენტრისთვის შესაშური პროცენტით ესვრის, დეტროიტული წვრთნის შემდეგ კი, მცირე კომენტარი გააკეთა.
“ჩემი შესაძლებლობების 100%-ს გავიღებ, რათა ყოველდღიურად უკეთესი გავხდე და ჩემს მომავალ გუნდს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო. ვფიქრობ, დიდი პოზიტიური ენერგიის მიტანა შემიძლია, რადგანაც საკმაოდ ახალგაზრდა ვარ”.
შეგახსენებთ, რომ მოახლოებული დრაფტის ცერემონია 21 ივნისს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას “სილკ უნივერსალი” გეგმავს.

0.125887