კალათბურთი

10:50 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტოს“ აღლუმისას, ნათან ფილიპსის მოედანზე სროლა ატყდა

ორშაბათს, „ტორონტოს“ საჩემპიონო აღლუმი გაიმართა, რომელსაც, სახვადასხვა წყაროების მტკიცებით, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი დაესწრო. „ტორონტო“ ისტორიაში პირველად გახდა ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი. კანადელებმა ფინალურ სერიაში ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდს, „გოლდენ სტეიტს“ 4:2 მოუგეს.

აღლუმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა ნათან ფილიპსის მოედანზე სროლა ატყდა. CBC-ს ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამი მამაკაცი დააპატიმრეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154704