ფეხბურთი

1:55 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი U21: ჩემპიონის საიმედო სტარტი

იტალიაში მიმდინარე ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე A ჯგუფის შემდეგ პირველი ტურის მატჩები B ჯგუფშიც გაიმართა.

მოქმედი ევროპის ჩემპიონი გერმანია დანიას დაუპირისპირდა და ადვილად დაამარცხა. უდინეში ალემანთა უპირატესობა თვალსაჩინო იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში ყველაფერი გადაწყდა. მარკო რიტჩერმა დუბლი გაიფორმა და თავის გუნდს კომფორტული უპირატესობა მოუტანა. დარჩენილ დროში ვალდშმიდტმა დარობერტ სკოვმა გოლები გაცვალეს, რამაც დანიასდიდი ვერაფერი ნუგეში მიანიჭია.

სანამ გერმანია დანიას დაამარცხებდა, იქამდე ტრიესტეში ავსტრიამ ბევრისთვის მოულოდნელად ლუკა იოვიჩის სერბეთს აჯობა. ავსტრიელებმა ჰანეს ვოლფსისა და საშა ჰორვატის წყალობით თითო ტაიმში თითოჯერ დაამწუხრეს მეტოქე და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.

18 ივნისს საქმეში ტურნირის მონაწილე დანარჩენი 4 გუნდი ჩაებმება. C ჯგუფში რუმინეთი ხორვატიას, ინგლისი კი საფრანგეთს დაუპირისპირდება.

სერბეთი - ავსტრია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ვოლფი (37), 0:2 ჰორვატი (78)

გერმანია - დანია 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 რიჩტერი (28), 2:0 რიჩტერი (52), 3:0 ვალდშმიდტი (65), 3:1 სკოვი (73, პენ)

0.128124