ჭიდაობა

0:25 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

გუშინ იტალიურ ფაენზაში სტარტი აიღო ჭაბუკთა ევროპირველობამ, საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებს კი პირველი დღის შემდეგ 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.

ნაკრები უმძიმესი წევრი მათე გოქაძე ფინალში გავიდა და ხვალ ოქროს მედლისათვის შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელ საიდ მუსაევს დაეჭიდება. საფინალო გზაზე გოქაძემ უნგრელი ბაზსო და ბელარუსი შუმჩიკი ერთნაირი ანგარიშით 6-2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი და თურქ აიგულს აჯობა 4-2.

დიმიტრი ხაჩიძე (55 კგ) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (65 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლას დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებენ.

დღესვე იტალიურ ხალიჩაზე ნაკრების დარჩენილი 45-51-60-71-92 კგ კატეგორიის წარმომადგენლები წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს სახელით კი დავით გვასალია (45 კგ), თორნიკე სოლომონიძე (51 კგ), ნიკა ბროლაძე (60 კგ), დათა ჩხაიძე (71 კგ) და კოტე სიჭინავა (92 კგ) იჭიდავებენ.

შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

0.11563