ფეხბურთი

0:10 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

UEFA GROW-ს სემინარი თბილისში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხარდაჭერით თბილისში UEFA GROW-ს პროექტის ფარგლებში ორდღიანი სემინარი ტარდება. 17-18 ივნისს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონალურ შეხვედრას სასტუმრო რადისონი მასპინძლობს.

საუბრის მთავარი თემაა მატჩებზე გუშემატკივართა მოზიდვა და მათი რაოდენობის გაზრდა. მონაწილეები ქალთა ფეხბურთში მიმდინარე სიახლეებზეც იმსჯელებენ. დიდი ბრიტანეთიდან სემინარს უეფას ქალთა ფეხბურთის ექსპერტი სისილ ჰარტლი ესწრება.

ორდღიანი სემინარის ფარგლებში შვიდი ქვეყნის ფედერაციის წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ. მონაწილეებისთვის ამხანაგური მატჩიც ჩატარდება.

თბილისში სემინარზე დასასწრებად, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსის, აზერბაიჯანის,რუსეთის და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. თბილისში იმყოფება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ოლეგ პროტასოვი. სემინარი დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გახსნა. შეგახსენებთ, რომ პირველი რეგიონალური UEFA GROW სამიტი საქართველოში 2017 წლის მარტში ჩატარდა და მასში 15-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ოლეგ პროტასოვი - უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყნებს სტადიონზე მაყურებლის დასწრებასა და ფეხბურთის სხვა საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი პრობლემები გააჩნიათ. თუმცა, არის ბევრი დადებითი ასპექტიც, რომლის გაზიარებაც ამ ღონისძიებაში მონაწილე თითოეულ ქვეყანას შეუძლია. მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების დადებითი და უარყოფითი გამოცდილებების შესწავლა, რადგან მათ შეიძლება უკვე გააჩნდეთ პასუხები კონკრეტულ პრობლემებზე.

GROW-ის სახით უეფა ახორციელებს სერიოზულ პროექტს, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება. ფეხბურთს პატარა ასაკიდან უნდა დაეთმოს დიდი ყურადღება, რის შედეგადაც შემდეგ შესაძლებელი გახდება ისეთი პრობლემების მოგვარება, როგორიცაა მაყურებლის დასწრება და სხვა.

www.gff.ge

0.113852