ფეხბურთი

23:49 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილი: "მესმის, რომ ინტერესი გაიზარდა, მაგრამ ახლა მხოლოდ კიევის "დინამოზე" ვფიქრობ"

გიორგი წიტაიშვილი უკრაინის 20 წლამდე ნაკრების რიგებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ფინალშ ლამაზი გოლიც გაიტანა. ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელმა უკრაინულ მედიასთან ისაუბრა და განვლილი ტურნირი გაიხსენა.

წიტაიშვილის განცხადებით, იცის, რომ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა, მაგრამ ახლა მხოლოდ კიევის „დინამოზე“ ფიქრობს.

„ამ ტურნირზე ბევრი საგოლე მომენტი მქონდა, მაგრამ გატანას ვერ ვახერხებდი. მაგრა, ფინალში მოვახერხე თავის გამოჩენა და დიდი ემოცია იყო, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ბედნიერი ვარ, რომ თასი უკრაინაში ჩამოვიტანეთ, ჩვენთვის ეს დიდი პატივია.

ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, რომ ჩემპიონები გავხდით. ალბათ რამდენიმე წელიწადში გავაცნობიერებთ რა გავაკეთეთ. ჩვენი გუნდის პირველი ამოცანა იყო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა, შემდეგ კი თითოეული ეტაპის ნაბიჯ-ნაბიჯ გავლა.

იტალიასთან დისკვალიფიკაციის გამო ვერ ვითამაშე და ეს რთული იყო. ბევრად ადვილი იქნებოდა მოედანზე ყოფნა. ვხედავდი, რომ ბიჭებს ძალა აღარ ჰქონდათ. მეტოქემ ბოლო წუთზე გაგვიტანა, მაგრამ მადლობა ღმერთს VAR-მა ეს გოლი გააუქმა.

როდის მივხვდით, რომ ფინალი მოვიგეთ? ალბათ ჩემი გოლის შემდეგ, რადგან მანამდე ფიცხელი ბრძოლა იყო. მადლობა ჩვენს მასაჟისტებს, ისინი უმაღლეს დონეზე მუშაობდნენ და ძალებს მათი წყალობით ვიღდგენდით.

გუნდების ინტერესი? ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ „დინამოს“ უკავშირდება, მაგრამ მანამდე დავისვენებ და მინდა მთავარ გუნდში მოვხვდე“, - თქვა წიტაიშვილმა.

0.111721