„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ბოლო პერიოდია პირდაპირ განცხადებებს თავს არ არიდებს. გუშინ ფრანგული გუნდის მფლობელმა თქვა, რომ ვისაც მის გუნდში თამაში არ უნდა, კარი ყველასთვის ღიაა და წასვლა შეუძლიათ.
ახლა კი, ნეიმარისა და კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. ნასერი დარწმუნებულია, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩება, ხოლო ნეიმარზე დასძინა, რომ მისთვის პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გაფორმება არავის დაუძალებია.
„მას სურს, რომ უფრო მეტად იყოს ჩართული ჩვენს პროექტში, რომ გაიზარდოს გუნდთან ერთად. ის ძალიან ჭკვიანია და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაიგო. ჩვენთან დარჩება თუ არა? 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ 200%-ით დარწმუნებული ვარ. ჩვენ არ დავუშვებთ მის წასვლას.
ნეიმარი? ჩვენ მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს ვყიდულობთ, რომლებსაც ჩვენთან თამაში სურთ. მისთვის არავის დაუძალებია პსჟ-თან კონტრაქტის გაფორმება, ჩვენს პროექტს შეგნებულად შემოუერთდა“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ ჟერმენმა" ნეიმარი 2017 წელს "ბარსელონადან" 222 მილიონ ევროდ შეიძინა. L'Equipe-ს ინფორმაციით, პარიზელები მიმდინარე ზაფხულს ბრაზილიელს სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში გაასხვისებენ.